სახელმწიფო რწმუნებულმა ჩაის საწარმო ,,ლაზი“ დაათვალიერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, წალენჯიხაში ჩაის საწარმო ,,ლაზი“ დაათვალიერა. საწარმო ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს და ჯამში 200 ჰექტარამდე ჩაის პლანტაციას ამუშავებს.

წალენჯიხაში წარმოებული ჩაი ექსპორტზე აზიის ქვეყნებში, უმეტესად კი ჩინეთში გადის. ასევე კომპანია სხვადასხვა მსხვილი მწარმოებლების შეკვეთებზე მუშაობს.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა კარგი შესაძლებობაა ამ სექტორით დაინტერესებული მეწარმეებისთვის.

პროექტის მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფოსგან იჯარით აღებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. ასევე ფინანსდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის პირველადი დამუშავებისთვის საწარმოო დანადგარების, მოწყობილობებისა და ინვენტარის შეძენა.

banner
წინა სტატიაშიგლდანში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაზედაეწერის გამგებლის „ჩიქორთული“ ქართული და „პერევალზე“ დასრულებული „ქოცნება“