ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით ბათუმში მომხდარი ხანძრის გამო 21 ადამიანს დასჭირდა ჰოსპიტლაიზაცია. ყველა დაშავებული ბათუმის რამდენიმე კლინიკაში მოათავსეს. აქედან ერთი იყო მეხანძრე-მაშველი. 3 უკვე გაწერეს. არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა სასტუმროდან 120 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.
ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 11 ადამიანი, დაშავებულია 15.
ხანძარი „ლეო გრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათზე გაჩნდა.