ზაზა სარალიძე დიპლომატებს ხვდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 4, 2018 11:49

ზაზა სარალიძე დიპლომატებს ხვდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე ადამიანის უფლებათა ცენტრში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, ისინი დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდიან ინფორმაციას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, ასევე პარლამენტის შენობასთან შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.

„კომისიამ დაასრულა მუშაობა, დადო დასკვნა, თუმცა ჯერ კიდევ კითხვის ნიშანია, ეს არის საგამოძიებო კომისიის დასკვნა, თუ ახალი დასკვნა. ამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გვექნება დღეს საუბარი. ასევე, რა პროცესები ვითარდება რუსთაველის გამზირზე, რომ ირღვევა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და ვფიქრობთ, სახელმწიფო ვალდებულია, გადადგას ქმედითი ნაბიჯები და განახორციელოს მისთვის დაკისრებული ვალდებულება“, – განაცხადა ლონდარიძემ.

თავად ზაზა სარალიძე კი აცხადებს, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა გზით შეძლებენ მის დახმარებას.

„წინა შეხვედრის შემდეგ, კომისიასთან და აქციებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მოვლენა განვითარდა. ყველა დეტალს შევატყობინებ. არც ერთი დეტალი არ არის ისეთი, რომ თვალის დასახუჭი იყოს. თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ და რა გზით დაგვეხმარონ“, – განაცხადა სარალიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 4, 2018 11:49