ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან

მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე პარლამენტის შენობის წინ მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. ამ დროისთვის უცნობია, დადგამენ თუ არა ისინი პარლამენტის შენობის წინ კარავს.

როგორც აქციის მიმდინარეობისას ზაზა სარალიძემ აღნიშნა, ის მთავრობას 24-საათიან ვადას აძლევს, რათა გადადგეს და შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ხვალ დილიდან შეუერთდნენ მათ, ხოლო 19:00 საათზე მასშტაბურ აქციას გამართავენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას აკონტროლებს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ