ზაზა სარალიძე : ჩავიწერეთ ერთ-ერთი საუბარი მოზარდებთან და რასაც ამ ჩანაწერში საუბრობენ, აბსოლუტურად უარყვეს სასამართლოზე

ჩავიწერეთ ერთ-ერთი საუბარი მოზარდებთან და რასაც ამ ჩანაწერში საუბრობენ, აბსოლუტურად უარყვეს სასამართლოზე. მე და ზვიად კუპრავა ვიყავით ერთად, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„თავიდანვე მქონდა ეჭვი რომ, ამ ორიდან დ.ნ-ს და დ.ღ-ს ვგულისხმობ, რომელიმეს უნდა ჰქონოდა იარაღი, რაშიც შემდეგ დავრწმუნდი. ამაში ჩემი საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაზემ დამარწმუნა. რომელიც არ ფიქრობდა იმაზე, თუ რამხელა წინააღმდეგობას გავუწევდი,“ – განაცხადა ზაზა სარალძემ.

ირაკლი აბესაძის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა კონკრეტული ინფორმაცია, გარკვეული მტკიცებულება ჩანაწერის სახით, ხომ არ ყოფილა შეთავაზება საგამოძიებო ორგანოს მხრიდან, რომ ისინი ოფიციალურად დაკითხავდნენ ამ საკითხზე და იყო თუ არა მზად ჩვენება მიეცათ საგამოძიებო ორგანოებისთვის და მათ შორის, წარედგინათ ეს ჩანაწერი, სარალიძე აცხადებს, რომ მისთვის ეს არ შეუთავაზებიათ.

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არავის შემოუთავაზებია ასეთი რამ. ერთადერთი მეუბნებოდნენ, რომ კანონდარღვევაა. დაკითხული ვარ, მაგრამ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, როდესაც „რუსთავი 2-ზე“ გავიდა ამ საუბრის მოკლე ჩანაწერი, რა თქმა უნდა, ჰქონდათ შესაძლებლობა დავებარებინე და დავეკითხე, მაგრამ არავის დავუბარებივარ. ჩანაწერის დისკი მოტანილი მაქვს და გიტოვებთ,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლო არ უნდა ექცეოდეს გავლენიანი ჯგუფის ან კონფესიის მოსაზრების ქვეშ – სულხან სალაძე სინოდის განცხადებაზე
შემდეგი სტატია„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის ინფორმაციით, ღამის კლუბში შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ შევიდა