ზაზა ფაჩულიას ოჯახს კლუბ “სან ანტონიოს” გულშემატკივრები დაემუქრნენ

საქართველოს ნაკრებისა და „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას ოჯახს „სან ანტონიოს“ გულშემატკივრები ემუქრებიან. Sports.yahoo.com-ის ცნობით, NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში, „სან ანტონიოს“ ლიდერმა კავაი ლეონარდიმ ტერფის ტრავმა სწორედ ფაჩულიასთან ორთაბრძოლის დროს მიიღო, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ქართველი კალათბურთელი განზრახ უხეშ თამაშში დაადანაშაულა. ამ გუნდის გულშემატკივარმა კი ფაჩულიას მუქარის წერილები გაუგზავნა, რის გამოც სან-ფრანცისკოს იმ სკოლაში, სადაც ზაზას შვილები სწავლობენ, სპეციალური დაცვის დაქირავება გახდა საჭირო.

ფაჩულიამ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არსებული სიტუაციის გამო, ის პასუხისმგებლობას გრეგ პოპოვიჩს არ აკისრებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ „სან ანტონიოს“ მწვრთნელის განცხადებამ ამ გუნდის გულშემატკივრები მის მიმართ კიდევ უფრო მეტი აგრესიით განაწყო.

banner
წინა სტატიაში23 მაისს ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს ეწვევა
შემდეგი სტატიანარმანია ადასტურებს, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება