ზაზა გაბუნია: ძალისხმევას და შრომას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა, ხედავს მსოფლიო და სათანადოდ აფასებს მას

„მე ვარ მოხარული, რომ ამ ძალისხმევას და შრომას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ეწევა, ხედავს მსოფლიო და სათანადოდ აფასებს მას“,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ამერიკული გამოცემა „The Washington Times“-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუს ვიცე-პრემიერ, მაია ცქიტიშვილთან, სადაც გამოცემა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებით დაინტერესდა.

„საქართველო საერთაშორისო დონეზე სულ უფრო ხშირად სახელდება KOVID -19-თან წარმატებული ბრძოლის კარგ მაგალითად. ამაზე წერენ მსოფლიოს წამყვანი გამოცემები, ამაზე საუბრობენ სამედიცინო და მმართველობით წრეებში და ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლების და ხალხის ერთიანი ძალისხმევის, ბრძოლის და ერთად დგომის შედეგი. შედეგი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე მოუღლელი ზრუნვისა, შედეგი იმისა, რომ ის აქტიური ღონისძიებები, რომელსაც ახორციელებენ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენი მოქალაქეების პანდემიისგან დაცვისთვის, რომელსაც ახორციელებენ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ჩვენმა ეკონომიკამ სიჯანსაღე, არის სახეზე და მე ვარ მოხარული, რომ ამ ძალისხმევას და ამ შრომას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ეწევა ხედავს მსოფლიო და სათანადოდ აფასებს მას“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშილევან დავითაშვილი : ქვეყანაში პურის ფასის ზრდა არ მოხდება, ამის წინაპირობა ბაზარზე არ არსებობს
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, დაიგეგმება ღონისძიებები, როგორ მოხდება ეტაპობრივად ეკონომიკური საქმიანობის გახსნა