ზაქარია ქუცნაშვილი : თუ ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდებოდა, საარჩევნო კამპანიაში ყველა სიამოვნებით ჩაერთვებოდა

მათი საქმე არ უნდა იყოს ძროხების საბუთების დევნა,

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მმართველ გუნდში ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით აბსოლუტური კონსენსუსი იყო.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, „თუ ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდებოდა, საარჩევნო კამპანიაში ყველა სიამოვნებით ჩაერთვებოდა“.

”აბსოლუტური კონსენსუსი იყო ბატონი ბიძინას კანდიდატურის მიმართ ანუ უმრავლესობის უმრავლესობას კი არ სურდა, არამედ კონსენსუსი იყო. რა თქმა უნდა, 115-ვე რიგში არ ჩამდგარა და ხელი არ აუწევია, მაგრამ კონსენსუსი იყო, რომ თუ ბატონი ბიძინა კენჭს იყრიდა, ამ შემთხვევაში ამ კამპანიაში ყველა სიამოვნებით ჩაერთვებოდა და ბუნებრივიც არის. წარმოიდგინეთ, კაცი მოტრიალდა საჯარო პოლიტიკაში, პარტიის დამფუძნებელი გახდა, გუნდის შიგნით დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ბუნებრივი იყო, გუნდის წევრების განწყობა – “თუ ბატონო ბიძინა თქვენ იყრით კენჭს, ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება” და აქ იყო აბსოლუტური თანხმობა”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ამასთან, მან პარტია “ქართული ოცნების” მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის არ წარდგენასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოტივირებული იყო იმ მოსაზრებით, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის თამჯდომარე ამ იდეის ავტორი იყო.

“ის მიიჩნევს, რომ გადაჭარბებული ძალაუფლება ქართული დემოკრატიის განვითარებას ხელს უშლის და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მეთაურის პოსტი პოლიტიკის შემქმნელი პოსტი არ არის, ის მაინც მნიშვნელოვანია და ბუნებრივია და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კიდევ ერთი პოსტის დამატება შეიძლება, ქართულ საზოგადოებაში აღქმული ყოფილოყო, როგორც აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების სურვილი”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ამასთან, ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ მისი სურვილი იყო, მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატით მიეღო მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო : არც ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ ვუცხადებთ მხარდაჭერას, სანამ მათ რეალურ პროგრამას და ხედვას არ ვნახავთ
შემდეგი სტატია3 გოგონა, რომლებიც ბედისწერამ არ დაინდო (video)