“გთხოვთ სრულიად ევროპას, მიიღოთ ეს განაცხადი… საქართველოს ადგილი ევროპაშია, “ოცნების” ადგილი კი არ არის ხელისუფლებაში” – ნიკა მელიას საგანგებო განცხადება

“გთხოვთ სრულიად ევროპას, მიიღოთ ეს განაცხადი… საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ “ქართული ოცნების” ადგილი არ არის ხელისუფლებაში” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.

ვულოცავ ქართველ ხალხს, მისმა ბრძოლამ, შემართებამ და თავისუფლების წყურვილმა შედეგი გამოიღო და გილოცავთ. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით. მინდა მივმართო დასავლურ სამყაროს, ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ ზელენსკის და ჩვენ შეიძლება არ გვყავს ღირსეული მთავრობა, მაგრამ ვართ ღირსეული მებრძოლი ერი

შეიძლება მთავრობა არ იმსახურებს თქვენს ლოიალურ დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ ამას ამიტომ გთხოვთ სრულიად ევროპას, მიიღოთ ეს განაცხადი… საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ “ქართული ოცნების” ადგილი არ არის ხელისუფლებაში…

მაშინ როდესაც, ერთიანი თავისუფალი სამყარო უმაგალითო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მაშინ როდესაც ევროპის პარლამენტი ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავს უკრაინის მებრძოლ პრეზიდენტს, მაშინ როდესაც, მომსწრენი ვართ მსოფლიო საზოგადოების არნახული კონსოლიდაციისა და სოლიდარობის უკრაინის მიმართ, საქართველოს მთავრობა რუსეთის, ბელარუსისა და ყირგიზეთის კვალად, საჯაროდ ესხმის თავს პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს.

ასევე თავს ესხმის უკრაინის მთავარ მომლაპარალებელს მტერთან, აფხაზეთიდან დევნილ ბატონ არახამიას და რუსებისა და კრემლის მსგავსად, ბატონ არახამიას კრიმინალს უწოდებს. ეს არის პირდაპირი თავდასხმა უკრაინაზე რუსების ინტერესების სასარგებლოდ,” – ამბობს მელია.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ და მოლდოვის თვითმმართველობათა კონგრესის პრეზიდენტმა ტატიანა ბადანმა კიევის მერს მიმართვა გაუგზავნეს
შემდეგი სტატიაზალკალიანი – მივესალმები მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ