ზალკალიანი – მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში

პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წინა ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება ეკონომიკური კომისიის მუშაობის განახლების შესახებ და დღეს აზერბაიჯანელ კოლეგებთან სექტორული თანამშრომლობის კუთხით არსებულ მიზნებსა და იმ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებზე იმსჯელებენ, სადაც ერთობლივად არიან ჩართულები საქართველო და აზერბაიჯანი.

ზალკალიანის თქმით, საუბარი ასევე შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომუნიკაციის კუთხით არსებულ ინფრასტრუქტურას.

“პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, რა თქმა უნდა გაიმართება შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა. მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის წინა ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება ეკონომიკური კომისიის მუშაობის განახლების შესახებ და საქართველოს სამთავრობო დელეგაცია წარმოდგენილი იქნება დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლებით, სადაც მსჯელობა გაიმართება სექტორული თანამშრომლობის კუთხით არსებულ მიზნებზე, ასევე იმ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებზე, სადაც ერთობლივად ვართ ჩართული, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. საუბარი ასევე იქნება სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომუნიკაციის კუთხით არსებულ ინფრასტრუქტურაზე და ვფიქრობ, მთავრობათაშორისი კომისია არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პერსპექტივები იყოს თარგმნილი პრაქტიკულ განზომილებაში”,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 659 თბილისში გამოვლინდა, 363 იმერეთში, 286 კახეთში