ზახაროვა – რატომ არ იყო რეფერენდუმი? იმიტომ, რომ უკვე დიდი ხანია, რაც არავის აინტერესებს შვედეთის საზოგადოების აზრი, ამერიკელები შვედების ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს

რატომ არ იყო რეფერენდუმი? მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე დიდი ხანია, რაც არავის არაფერზე აინტერესებს შვედეთის საზოგადოების აზრი. ამერიკელები შვედების ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ “ტელეგრამის“ საკუთარ არხზე შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ამ ნაბიჯს თავად შვედურ საზოგადოებაში ნაკლები მხარდაჭერა აქვს.

„მეგობრებზე“ საუბრისას აღსანიშნავია, რომ „ისტორიული“ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს ამერიკელი სენატორები სტოკჰოლმში იმყოფებოდნენ. არა რიგითი კონგრესმენები, არამედ სენატში რესპუბლიკელების ლიდერი მიჩ მაკკონელი. შვედეთი ჯერ არ შეუერთდა ალიანსს, მაგრამ ამერიკელები უკვე კარნახობენ შვედეთის ხელისუფლებას, რა უნდა უთხრან საკუთარ ხალხს და ეს მხოლოდ დემონსტრირებაა იმის, რაც მათ ელოდებათ“, – დასძინა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებით, 200 წელზე მეტი ხნის ნეიტრალიტეტი, რომელიც შვედეთის სამეფოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტი იყო, ახლა უკვე ისტორიაა.

banner
წინა სტატიაშივინც პუტინის საქმეს აკეთებს, პირდაპირ ან თუნდაც ირიბად, ფინანსურად თუ პოლიტიკურად თავისუფალი სამყაროს სამიზნე უნდა იყოს – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი – ოჯახი ითხოვს, რომ გვაჩუქეთ პატიმარიო, არ არის კანონით ისე, რომ პატიმრის ჩუქება შეგეძლოს