ზახაროვა გაგლოევის მიერ ე.წ. რეფერენდუმის შეჩერებაზე: ჯანსაღი გადაწყვეტილებაა

რუსეთის საგარეო უწყება: საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას სიყვარული დაეხმარება

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი ლიდერის, ალან გაგლოევის მიერ რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის შეჩერებასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა. ზახაროვამ მარიონეტი ლიდერის გადაწყვეტილებას “ჯანსაღი” უწოდა.

“იმის გათვალისწინებით, რომ ექსპრეზიდენტი ბიბილოვის მოცემული ინიციატივა ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა, სახელმწიფოს ახალი მეთაურის გადაწყვეტილებას, შეეჩერებინა 2022 წლის 13 მაისის ბრძანება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რეფერენდუმის დანიშვნაზე, ვაფასებთ, როგორც ჯანსაღს, შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის მოკავშირეულ სულისკვეთებასა და რუსეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მჭიდრო ორმხრივი კოორდინაციის პრინციპს”. – თქვა მარია ზახაროვამ.

ამას გარდა, რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა თქვა, რომ რუსეთი მზადაა მარიონეტულ რეჟიმთან ინტეგრაციის შემდგომი გზები განიხილოს.

“რუსული მხარე მზადაა კონსულტაციები გამართოს პარტნიორებთან სამხრეთ ოსეთიდან, რათა განიხილოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის შემდგომი ინტეგრაციის გზები”. – დაამატა ზახაროვამ.

banner
წინა სტატიაშიენტონი ბლინკენი – უკრაინელებმა მოგვცეს გარანტიები, რომ ჩვენს მიერ მიწოდებულ იარაღის სისტემებს არ გამოიყენებენ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების გასანადგურებლად
შემდეგი სტატიახმაური და დაპირისპირება ხელოვნების მუზეუმთან