ზაალ უდუმაშვილი – ნიკა მელია შეხვდება ყველა ოპოზიციონერ ლიდერს

თუ დღეს ვინმეზე შეიძლება საუბარი, რომ თბილისის მერობის კანდიდატი იყოს ოპოზიციიდან, რა თქმა უნდა, ეს არის ნიკა მელია. ეს არის პოლიტიკოსი, რომელსაც რეალურად შესწევს ძალა, დაამარცხოს „ქართული ოცნების” ნებისმიერი კანდიდატი, – ამის შესახებ „ნაციონალირი მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა იყოს თუ არა ნიკა მელია საერთო ოპოზიციური კანდიდატი თბილისის მერის თანამდებობაზე.

„მათ შორის, ეს არის შეთანხმების ხელმოწერისა და პარლამენტში შესვლის საკითხები, ასევე, რაც მთავარია მთლიანად ოპოზიციური სტრატეგიის ჩამოყალიბება, თუ როგორ გავდივართ მომავალ არჩევნებზე. ამ ყველაფერს დრო დასჭირდება და ბუნებრივია, ერთ დღეში არ გადაწყდება. თუმცა, ჩვენ დღეიდან დავიწყებთ საუბარს, როგორც პარტიის შიგნით, ასევე ნიკა მელია შეხვდება ყველა ოპოზიციონერ ლიდერს იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, ისევ მივიღოთ საერთო გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია კვლავ შეძლებს შეთანხმების მიღწევას იმისათვის, რომ საერთო სტრატეგიით გავიდეთ ამ არჩევნებზე. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია და ბევრს აინტერესებს პარლამენტში ჩვენი შესვლის საკითხი და ესეც განხილვის თემა იქნება, როგორც პარტიის შიგნით, ისე პარტიის გარეთაც. პარტიაში არის განსხვავებული აზრი ამასთან დაკავშირებით. მოვისმენთ ყველა არგუმენტს, მერე მოვიწვევთ პოლიტსაბჭოს, სადაც მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, – აცხადებს უდუმაშვილი.

banner
წინა სტატიაში13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს – გიგი უგულავა
შემდეგი სტატიაბორელი – რუსეთთან დაძაბულობის გაზრდა არ ღირს