ბორელი – რუსეთთან დაძაბულობის გაზრდა არ ღირს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ჯერჯერობით არ თვლიან, რომ რუსეთის ფედერაციასთან საჭიროა დაძაბულობის გაზრდა ქვეყნებიდან დიპლომატების გაძევებით.

“ჩვენ ჩეხეთი ევროკავშირის მხრიდან ძლიერ მხარდაჭერაში დავარწმუნეთ. ამავე დროს, ვფიქრობ, ყველა თანხმდება აუცილებლობაში, რომ ესკალაცია არ გაგრძელდეს. ერთის მხრივ, ჩვენ მხარდაჭერა უნდა გამოვხატოთ, მაგრამ, ამავე დროს, შევეცადოთ, დაძაბულობა არ გავზარდოთ” – ბორელმა თქვა.

“ევროკავშირი რუსეთზე 25 მაისს ისაუბრებს, და შესაძლოა, ამ დისკუსიის შემდეგ უმაღლეს წარმომადგენლებსა და ევროკომისიას დაევალოს რუსეთთან დამოკიდებულებაში სიტუაციის ანალიზი, როგორც ეს თურქეთის შემთხვევაში იყო” – აღნიშნა ბორელმა. მისი თქმით, რუსი დიპლომატების ევროკავშირიდან გაძევება დღის წესრიგში არ დგას.

ჩეხეთი ევროკავშირის რიგგარეშე სამიტზე ბლოკის ლიდერებს მხარდაჭერისთვის მიმართავს, რომ 2014 წელს ვრბეტიცეს იარაღის საწყობში აფეთქების გამო, რომელშიც პრაღა რუსეთს ადანაშაულებს, მხარდაჭერა მიიღოს.

ჩეხეთმა ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი დააძევა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდანაც იგივეს მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი – ნიკა მელია შეხვდება ყველა ოპოზიციონერ ლიდერს
შემდეგი სტატიასომხეთის პარლამენტმა პაშინიანი პრემიერად კიდევ ერთხელ არ აირჩია