ზაალ უდუმაშვილი: ყოველგვარ ზღვარს გადადის უკვე ქართული მართლმსაჯულება

”ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე”- ზაალ უდუმაშვილი

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესიდან, მოსამართლის მეირ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის გამოძევების შემდეგ, პროცესი დატოვა მისმა მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმაც.

არხის გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ სასამართლო ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს რუსთავი 2-ის საქმე.

“მეც ზუსტად ახლა გამოვედი პროცესიდან, მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამია გამოაძევა დარბაზიდან მოსამართლემ. ამ ერთი საათის განმავლობაშ, რასაც პროცესს ვუყურებდი, ყოველგვარ ზღვარს გადადის უკვე ქართული მართლმსაჯულება, ვინაიდან იმდენად ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ეს პროცესი, რომ უკვე აღარც მალავენ. ყველაფერი მიუღებელია რასაც რუთავი 2 ითხოვს. აწყვეტინებენ სიტყვებს, არ აძლევენ საშუალებას, რომ ბოლომდე დაასრულონ თავისი აზრი, ოღონდ კი როგორმე გავიდნენ ბოლოში და დაასრულონ პროცესი. მე ეჭვი მაქვს, რომ მათ კონკრეტული თარიღი აქვთ განსაზღვრული, რომ ამ თარიღზე უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება, ამიტომ მიმდინარეობს ასეთ ფორსირებულ რეჟიმში პროცესი,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ნიკა გვარამია პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სახალხო დამცველს მიმართავს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ნატა ნაზღაიძე არის ურთმელიძე კაბაში