ზაალ უდუმაშვილი – კალაძე დიდ თანხებს დახარჯავს პიარში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რიგითი თბილისელების ცხოვრება გაუმჯობესდება

თბილისის მერიის ე.წ. სტრუქტურული ცვლილებები მთლიანად ფასადურია, – ამის შესახებ ჟურნალისტი “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა მერიაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმასთან დაკავშირებით განუცხადა.

უდუმაშვილის შეფასებით, რეალურად არაფერი იცვლება.

“არ მცირდება ბიუროკრატიული ხარჯები. მთავარი იყო მერიას ბიუროკრატიული ხარჯებიდან გარკვეული თანხები დაეზოგა და ეს თანხები ქალაქის განვითარებისკენ და სოციალურად დაუცველებისკენ მიმართულიყო. დღეს მივიღეთ ის, რომ გარკვეულ სამსახურებს მხოლოდ სახელები შეუცვლეს – ზოგი გაამსხვილეს, ზოგი გაყვეს და ასე შემდეგ. რაც მთავარია, ამ ფონზე თბილისის მერიამ ხელფასები გაიორმაგა. რაც არ უნდა დაარქვა მას – სარგო თუ დანამატი, ოფიციალურად არის ის, რომ მერიამ ხელფასები გაიორმაგა“

მისივე თქმით, ჩანს, რომ კახა კალაძე დიდ თანხებს დახარჯავს პიარში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რიგითი თბილისელებისთვის ცხოვრება გაუმჯობესდება.

მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაცია დღეს “რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

banner
წინა სტატიაშირა აკავშირებს ბიძინას, ბიტკოინს და ჩატაევს ერთმანეთთან?!
შემდეგი სტატიაერთი სამართალდამცავისა და კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა