ზ.ხ.-მ და მისმა ადვოკატმა სასამართლო პროცესი დატოვეს, რის გამოც გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა გადაიდო

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის პროცესი გადაიდო. ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ და მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა სასამართლო პროცესი დატოვეს. მიზეზი პროცესზე არასრულწლოვნის შეუძლოდ გახდომა გახდა.

ამავე მიზეზით, პროცესისი გადადებამდე სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული. პროცესის განახლების შემდგომ, ზ.ხ.-მ აღნიშნა, რომ თავს ისევ ცუდად გრძნობდა და სხდომას აღარ დასწრებოდა, პროცესის დატოვება კი ადვოკატსაც მოუწოდა. პროცესი დატოვეს არასრულწლოვნის ოჯახის წევრებმაც.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატია“მთავრობას მოვუწოდებ, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის კარანტინის გავლის ვალდებულება გააუქმოს”