WSJ: პუტინის გარემოცვა ცდილობს პუტინს ცუდი სიახლეები არ შეატყობინოს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გარემოცვა მას უკრაინაში ომის შესახებ სისტემატურად დეზინფორმაციას აწვდის და ცდილობს, ცუდი სიახლეები არ შეატყობინოს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს, რომლის ჟურნალისტებიც „კრემლთან დაახლოებულ პირებს“, დაზვერვის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს ესაუბრნენ.

გამოცემის მტკიცებით, რესპონდენტებთან საუბრებმა შექმნა ისეთი სურათი, თითქოს პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ „ძალიან შეზღუდული წარმოდგენა აქვს“.

WSJ წერს, რომ ყოველ დილით პუტინს აწვდიან ახალი ამბების დაიჯესტს, რომელშიც აქცენტი წარმატებებზე კეთდება, წარუმატებლობები კი იჩქმალება. გარდა ამისა, ასეთ დაიჯესტებში ხშირად ხვდება დაძველებული ინფორმაცია, ვინაიდან პუტინისთვის განკუთვნილ ინფორმაციას ჯერ რუსეთის უშიშროების სამსახური (ФСБ), შემდეგ კი უშიშროების საბჭო და პირადად მისი ხელმძღვანელი ნიკოლაი პატრუშევი ფილტრავენ.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო დროს პუტინი „უფრო მეტად ინტერესდება ომის რეალური სურათით“, თუმცა „მისი გარემოცვა კვლავ ცდილობს მის დარწმუნებას იმაში, რომ რუსეთი გაიმარჯვებს ყველა ადამიანური და ეკონომიკური დანაკარგის მიუხედავად“.

banner
წინა სტატიაშიგოგა ხაინდრავა: მე არ მჯერა კელი დეგნანის ამერიკის! ეს არ არის ამერიკა
შემდეგი სტატიაუკრაინაში 101430 ოკუპანტია ლიკვიდირებული