worldatlas.com-ის მონაცემების არასწორად თარგმნამ გაუგებრობა გამოიწვია-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება 13 იანვარს, სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეყრდნობოდა ორგანიზაცია worldatlas.com-ის (ეს არის ჯგუფი, რომელიც განათლების სფეროს მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს) მონაცემებს – „საქართველო ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში მოხვდა“.

worldatlas.com-ის მონაცემებით საქართველო სიაში 25-ე ადგილს იკავებს, სიის მიხედვით, რიგითობა ასე გამოიყირება: 1) ეკვატორული გვინეა; 2) მიანმარი; 3) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა; 4)ზამბია; 5) არაბეთის გაერთიანებული საამიროები; 6) მონაკო; 7) ლიბანი; 8) ლიბერია; 9) შრი-ლანკა; 10) ერიტრეა; 11) ლიხტენშტაინი; 12)გვინეა; 13) დომინიკის რესპუბლიკა; 14) ლიბია; 15) ირანი; 16) პაკისტანი; 17) ზიმბაბვე; 18)კატარი; 19) ანტიგუა და ბარბუდა; 20) კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა; 21) ჩადი; 22) პერუ; 23) კამბოჯა; 24)სიერა ლეონე; 25)საქართველო.

ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის განმარტებით:

„პირველ რიგში, გვინდა მოგახსენოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ასახავს 2017 წლის მონაცემებს. ინფორმაციის გავრცელების წყაროს (ორგანიზაცია worldatlas.com, რომელკიც განათლების სფეროს მიმართულებით მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით), საიდანაც იყო აღებული ეს მონაცემები, შესწავლამ გვიჩვენა, რომ სიაში წარმოდგენილია მთელი რიგი ქვეყნები, რომელთა ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, მაგრამ მთლიანი შიდა პროდუქტიდან განათლებაზე დახარჯული წილის პროცენტული მაჩვენებლები შედარებით დაბალი. მაგალითისთვის: მონაკო – 1,6 %-ი, ლიხტენშტეინი – 2,1 % -ი. ამ ქვეყნებში განათლების სისტემა საკმაოდ მაღალ დონეზეა. ამ ფონზე, წარმდოგენილ ჩამონათვალში პირველ ადგილზეა ეკვატორული გვინეა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტიდან განათლებაზე დახარჯული წილია 0,7%-ი.
საქართველოს (რომელიც ცხრილში ბოლო ადგილზე დგას) შემთხვევაში, მთლიანი შიდა პროდუქტიდან განათლებაზე დახარჯული წილის მაჩვენებლი ყველაზე მაღალია დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით და შეადგენს 2,7%-ს . ანუ, ამ მონაცემებით გამოდის, რომ საქართველოში ყველაზე მეტი წილი იხარჯება სწორედ განათლებაზე.
სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით და გამოქვეყნებული ცხრილით, გამოდის პირიქით. არადა, საქართველოს აქვს ყველაზე უკეთესი მაჩვენებლი ამ მხრივ. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ გაუგებრობა წარმოშვა, სწორედ ცხრილის არასწორად გამოქვეყნებამ“.-ნათქვამია ინფორმაციაში

banner
წინა სტატიაშინიკოლ ფაშინიანმა მამუკა ბახტაძეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა
შემდეგი სტატიატრაგედია დიღომში – „სისხლის ბანკი“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს