Washington Post-ი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებულ საიდუმლო არხებზე წერს

გაერთიანებულმა არაბეთის ემირატებმა იანვარში აშშ-ს კერძო დაცვის კომპანია Blackwater-ის დამფუძნებელ ერიკ პრინსსა და რუსეთის წარმომადგენელს, პრეზიდენტ პუტინის ახლო მეგობარს შორის საიდუმლო შეხვედრას გაუკეთეს ორგანიზება – Washington Post-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი მოსკოვსა და დონალდ ტრამპს შორის ალტერნატიურლი საიდუმლო არხის შექმნა იყო – ამის შესახებ გამოცემას ევროპელმა, ამერიკელმა და არაბმა ჩინოვნიკებმა აცნობეს. მათი ინფორმაციით, შეხვედრა 11 იანვარს სეიშელის კუნძულებზე მოხდა – ტრამპის ინაუგურაციამდე 9 დღით ადრე და ის ორი დღე გრძელდებოდა.

ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, სეიშელის ეპიზოდს აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს და სწავლობს აღნიშნულ ფაქტს, ამასთანავე, ისინი ამაზე კომენტარს არ აკეთებენ. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა კი განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მსგავ შეხვედრებზე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში მერის მეუღლის ავტომანქანა გაქურდეს
შემდეგი სტატიასირიაში “გაზის შეტევის” მსხვერპლთა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა