სირიაში “გაზის შეტევის” მსხვერპლთა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა

მინიმუმ 58-მდე გაიზარდა გაზის მოწამვლით დაღუპულთა რაოდენობა, რომელსაც სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებენ – Reuters-ი ავრცელებს. Al Arabiya-ს ცნობით კი, საუბარია 100 გარდაცვლილზე და 400 დაშავებულზე.
სირიელ აქტივისტებს ეჭვი აქვთ, რომ სირიის არმია ან რუსული ავიაცია ქიმიურ იარაღს იყენებს – ავიადარტყმების შემდეგ ბევრ ადამიანს სულის ხუთვა დაემართა, ასევე, ადგილობრივმა ოპოზიციურმა ქსელმა ბავშვების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც, ორგანიზაციის თქმით, გაიგუდნენ.
სირიის მთავრობამ ადრე არა ერთხელ უარყო ქიმიური იარაღის გამოყენება.

banner
წინა სტატიაშიWashington Post-ი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებულ საიდუმლო არხებზე წერს
შემდეგი სტატიათავდასხმა პოლიციელებზე – ბრალდებულს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა