“ვუერთდებით ზელენსკის მოწოდებას, საქართველოს მთავრობამ გაუშვას მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ”-სანდუ

მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება. ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვას.

“შეშფოთებული ვარ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით, რომელიც გამოწვეულია, მისი პატიმრობის პირობებით. მოლდოვა უერთდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ყოფილ პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის უფლება მისცენ”, – წერს მაია სანდუ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშირა მექანიზმებით ათეთრებს რუსულ მილიონებს საქართველოს საპატრიარქო და რა საიდუმლოს ინახავს სუსის ფაილები?! – ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი გეგუჩაძესთან
შემდეგი სტატიაზელენსკის პატივსაცემად ვაშინგტონში უკრაინის დროშები დაკიდეს