ვფიქრობდი, რომ ვინაიდან პრეზიდენტი პარლამენტში მოდიოდა, ის უფრო მომზადებული და ობიექტური იქნებოდა

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდნეტის გამოსვლაში სიახლე არაფერი იყო და რასაც ყოველთვის ამბობს, ის მოისმინეს.

კალაძის თქმით, „ფიქრობდა, რომ ვინაიდან, პრეზიდენტი პარლამენტში მიდიოდა, რასაც პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და დიპლომატიური კორპუსი ესწრებოდა, ის უფრო მომზადებული და ობიექტური იქნებოდა“.

„განსხვავებული გამოსვლა მოვისმინეთ, რაც მისი გადასაწყვეტი იყო. ეკონომიკურ ნაწილში მის მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან ყველა პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება, ეს იქნება ინსფრასტრუქტურა, ენერგეტიკა თუ სხვა მიმართულება, განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეიქმნას.

ყველაზე დიდი მოთხოვნა და პრობლემა ზუსტად ამ მიმართულებითაა და ასეთი მასშტაბური პროექტებით ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შესაძლებელია. პრეზიდენტის გამოსვლაში მიმართულებები იყო, სადაც შეიძლება ითქვას, რომ მან მთავრობას კომპლიმენტებიც უთხრა, მაგრამ ყურადღება ეკონომიურ ნაწილზე იყო გამახვილებული და მის მოსაზრებებს არ ვეთანხმები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. 15:00 საათიდან საკანონმდებლო ორგანოში, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, დებატები გაიმართება.

banner
წინა სტატიაში„პრეზიდენტს საკმაოდ სწორი გზავნილი ჰქონდა „მოვუსმინოთ ხალხს“ – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატია„სამი წლის წინ გაკეთებული ზოგიერთი არჩევანი ხომ არ იქცა ხალხის პრობლემად?“ – ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტს