„პრეზიდენტს საკმაოდ სწორი გზავნილი ჰქონდა „მოვუსმინოთ ხალხს“ – გიგი წერეთელი

ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ თავჯდომარე გიგი წერეთელი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შეიძლებოდა უფრო კრიტიკულიც ყოფილიყო მაგრამ სწორი გზავნილები ჰქონდა.
„პრეზიდენტის გამოსვლაში ბევრი მიმართულება იყო, შეიძლებოდა უფრო კრიტიკულიც ყოფილიყო სხვადასხვა მიმართულებით. ეკონომიკასთან დაკავშირებით მისი მხრიდან გაკეთდდა განცხადებებეი და დღევანდელი ვითარება ძალიან საყურადღებოა, რადგან მოსახლეობის უმეტესობას უჭირს და განვითარების ეს ტემპი ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. ყველა კვლევაში აჩვენებს, რომ ფინანსური დაცულობა ნაკლებია ქვეყანაში და ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

პრეზიდენტს საკმაოდ სწორი გზავნილი ქონდა „მოვუსმინოთ ხალხს.“ პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს უნდა ესმოდეს ყველაზე გაჭირვებული ადამიანის ხმაც. ასევე მინდა ვთქვა, რომ ევროპულ საქართველოს ბიზნესთან დაკავშირებით შეთავაზებული აქვს პაკეტი მთავრობისთვის, რომლითაც სტიმულირება უნდა მოხდეს ბიზნესის და სამუშაო ადგილების შექმნაც. ასევე მინდა ვისაუბრო ოკუპირებულ ტერიტორიებსაც რომელსაც პრეზიდენტიც შეეხო, რუსეთი ასრულებს ანექსიას, ამიტომ საჭიროა კონსოლიდირებული მუშაობა და არა კინკლაობა სახელისუფლებო შტოებს შორის და სწორია, რომ ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე ქონდა საუბარი პრეზიდენტს. ასევე ქუთაისზე იყო საუბარი და ჩვენ ევროპული საქართველო ვიბძვით იმისათვის რომ ქუთაისს შეუნარჩუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი“- განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური ყოფილიყო
შემდეგი სტატიავფიქრობდი, რომ ვინაიდან პრეზიდენტი პარლამენტში მოდიოდა, ის უფრო მომზადებული და ობიექტური იქნებოდა