„სამი წლის წინ გაკეთებული ზოგიერთი არჩევანი ხომ არ იქცა ხალხის პრობლემად?“ – ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს წლიური ანგარიშით წარსდგა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მის გამოსვლას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აფასებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ უმრავლესობა ქვეყნის პრობლემად იქცა მაგალითებით უნდა ყოფილიყო განმტკიცებული:

„პრეზიდენტმა დღეს ბრძანა, რომ უმრავლესობა ქვეყნის პრობლემად იქცაო, თუმცა, ერთი არგუმენტიც არ მოუყვანია იმასთან დაკავშირებით რატომ ჰგონია, რომ 5 თვის წინ ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი იქცა ხალხის პრობლემად, როდესაც ასეთი სერიოზული ბრალდებით გამოდიხარ, ორი-სამი მაგალითი მაინც უნდა მოიყვანო ამ ბრალდების გასასამართლებლად, საიდან ბრძანებს პრეზიდენტი, რომ უმრაველსობამ ხალხის 5 თვის წინანდელი არჩევანი ქვეყნის პრობლემად იქცა, ხომ არ შეიძლება საკითხი დაისვას ისე, რომ სამი წლის წინ გაკეთებული ზოგოეთი არჩევანი ხომ არ იქცა ხალხის პრობლემად“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივფიქრობდი, რომ ვინაიდან პრეზიდენტი პარლამენტში მოდიოდა, ის უფრო მომზადებული და ობიექტური იქნებოდა
შემდეგი სტატია„პრეზიდენტის გამოსვლაში მეტ კონკრეტიკასა და ობიექტურობას მოველოდით“ – ჯეჯელავა