ვფიქრობ საჭიროა, სუს-მა ყველაფერი უნდა მოისმინოს – მეუფე ნიკოლოზი სასულიერო პირების შესაძლო თვალთვალზე

“ვფიქრობ საჭიროა, იმისათვის, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება დაიცვან”, – ასე ეხმაურება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირების შესაძლო თვალთვალთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

მიტროპოლიტი ამბობს, რომ დანაშაული მხოლოდ ამ დოკუმენტების გასაჯაროებაა.

“მე ვფიქრობ, რომ საჭიროა, იმისათვის, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება დაიცვან ზოგადად რა. ოღონდ, ერთადერთი ისაა, რომ ამის გავრცელება მგონი ძალიან დიდი დანაშაულია… მანდ ძნელია ძალიან გაყო, ხაზი გაავლო. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრინციპებზე, კონკრეტულად რა მოხდა, რას უსმენდნენ ან რას იგონებდნენ, რომ უსმენდნენ, ეგეც კაცმა არ იცის. თუ სუს-ი ისმენს ვთქვათ, ზოგადად, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მოისმინოს ყველაფერი”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე – სერიოზული კომენტარების გაკეთებაც აღარ ღირს
შემდეგი სტატიავლადიმირ ზელენსკი – ჯო ბაიდენი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს