ვინ გახდება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მელია თუ ვარშალომიძე

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე 2 კანდიდატურა განიხილება – ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პარტიის პოლიტსაბჭომ, რომელიც საგანგებოდ შეიკრიბა თავმჯდომარის კანდიდატურებზე შესაჯერებლად.

გრიგოლ ვაშაძის წასვლის შემდეგ “ნაცმოძრაობა” თავმჯდომარის გარეშე დარჩა. 20 დეკემბერს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატი იქნა შერჩეული. ესენი არიან ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე. თავმჯდომარის ვინაობა მომავალ კვირას გაირკვევა. მელიაც და ვარშალომიძეც პარტიაში ავტორიტეტით სარგებლობენ.

banner
წინა სტატიაშიჯიმ რიშის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ის დამანგრეველი ნაბიჯები, რომელსაც „ქართული ოცნება“ უკანასკნელი კვირების განმავლობაში დგამს
შემდეგი სტატიავფიქრობ, მოლაპარაკებები მომავალ კვირაში შედგება