“ვფიქრობ, ინვესტიციების მოზიდვაში საპატიო კონსულის ინსტიტუტი უფრო დაგვეხმარება, ვიდრე ეკონომიკური დესპანი”

დეპუტატი შოთა შალელაშვილი მიიჩნევს, რომ ინვესტიციების მოსაზიდად საპატიო კონსულის ინსიტუტი უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე ეკონომიკურ საკითხებში საგანგებო დესპანების მუშაობა.

ამის შესახებ შალელაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა საპილოტე პროგრამის შესახებ ისაუბრა.

“ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით უფრო სკეპტიკურად ვუყურებ ეკონომიკური დესპანის ინსტიტუტის დაარსებას. ფორმალურად ელჩები ითავსებენ ამას, მაგრამ თანამდებობის ხარისხი და რანგი, როგორც ჩვენ ვუყურებთ, შედეგს არ დებს, მე ვფიქრობ, ინვესტიციებს იზიდვას არა დესპანი, არამედ სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, დაბალი გადასახდები, მაკროეკონიმიკური გარემოება, სამართლებრივი სისტემა, იაფი და კვალიფიციური სამუშაო ძალა, ქვეყნის ეკონომიკური გახსნილობა, ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა და ასე შემდეგ.

მე გაცილებით დამაჯერებლად მიმაჩნია საპატიო კონსულების ინსტიტუტი ინვესტიციების მოსაზიდად, რა თქმა უნდა, გეგმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად უნდა შემუშავდეს და გარკვეული ინვესტიციების საფუძველზე, დამეწმუნეთ, ეს უფრო დიდ შედეგს მოიტანს, ვფიქრობ, ინვესტიციების მოზიდვაში საპატიო კონსულის ინსტიტუტი უფრო დაგვეხმარება”, – განაცხადა შალელაშვილმა.

ეკონიმიკურ საკითხებში საგანგებო დესპანები აქტიურ მუშაობას 2020 წლიდან დაიწყებენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პირველ ჯერზე მათ 7 ქვეყანაში გააგზავნიან – აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ჩინეთსა და იაპონიაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შენგელია სანდრა რულოვსს დებატებში იწვევს
შემდეგი სტატია“ქრისტიანობა არ ნიშნავს მხოლოდ მის სიტყვიერ დეკლარირებას, არამედ ნიშნავს ცხოვრებაში მის განხორციელებას”