ვოლსკი – არასამთავრობო ორგანიზაციები დღემდე თავს იკავებენ ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებისგან

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები დღემდე თავს იკავებენ ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებისგან და აცხადებენ, რომ ამის საფუძველი და აუცილებლობა არ არსებობს.

„ველოდებოდით, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია გამოაქვეყნებდა თავის ფინანსურ ანგარიშებს. დღემდე ეს არ ხდება და არის უტიფარი დაჩემება იმისა, რომ ამის საფუძველი და აუცილებლობა არ არსებობს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მმართველი გუნდი უცხოურ დონორებს კვლავ მოუწოდებს დაინტერესდნენ, რისთვის ხარჯავენ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები თანხებს. ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არაერთი მოწოდების მიუხედავად, არასამთავრობო სექტორის ნაწილი ისევ დუმს.

banner
წინა სტატიაშიფაშინიანი – სომხეთი მზადაა განახორციელოს საზღვრის სრული დემარკაცია აზერბაიჯანთან
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს