ვოლსკი: განმეორებითი არჩევნები დაინიშნება, თუკი საპარლამენტო კომისია დაადგენს იმას, რომ გადახრა
მნიშვნელოვანი
- განმეორებითი არჩევნები დაინიშნება, თუკი საპარლამენტო კომისია დაადგენს იმას, რომ გადახრა
სხვა სტატიები
არათუ რიგგარეშე არჩევნები, არამედ გადაუდებლად, დაუყოვნებლივ განმეორებითი არჩევნები დაინიშნება, თუკი საპარლამენტო კომისია დაადგენს იმას, რომ გადახრა იყო მნიშვნელოვანი და გადახრებმა გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ეს არის დღეს ჩვენი პოზიცია, სავსებით ლოგიკურია და სამართლებრივად არის უზრუნველყოფილი. ნებისმიერი ადამიანის განცხადებაზე, ეს იქნება შალვა ნათელაშვილი, მიხეილ სააკაშვილი თუ ალეკო ელისაშვილი, გადაწყვეტილების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია.