ზვიად კვაჭანტირაძე:თქვენი ელვირისტაანი და თქვენი ჭკუის დამრიგლებლის კარგიც და კეთილიც “მეისპო”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის მხრიდან ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტის შეურაცხყოფას სოციალურ ქსელში ეხმაურება დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე:

“ელვირისტააან!
შეწყვიტეთ აგრესია ჟურნალისტებზე! საზიზღრად გამოიყურებით!
პიროვნულ შეურაცხყოფებზე ნუ გადადიხართ და სხვას არავინ გიშლით, რაც გინდათ ის თქვათ.
საკუთარ ცოდვებს გადახედეთ, საკუთარ ავლადიდებას, მარტო ბოლო 3 წელიწადში რაც მოიპოვეთ, მოფხიკეთ და შეიტყაპუნეთ! მოიკითხეთ საკუთარი ახალაშენებული სასახლეები და აუზები, ათეული ჰექტრობით “დათრეული” მიწები და კიდევ ვინ იცის რა აღარა, რაც არ ჩანს ყველასთვის, ჯერჯერობით. ანგელოზები არ ხართ.
იმათზე ნაკლებად არც თქვენ ყვლეფთ ამ ქვეყანას. ნაცებზე ნაკლებად აგრესიულები მაინც იყავით დღემდე და ახლა მაგ ზღვარის წაშლაც გინდათ?
თქვენი ელვირისტაანი და თქვენი ჭკუის დამრიგებლის კარგიც და კეთილიც “მეისპო” !”
– წერს კვაჭანტირაძე

banner
წინა სტატიაშივოლსკი ევროპარლამენტარს-ჩვენც გვირჩევნია, ოპონენეტები მოლაპარაკებაზე ისხდნენ და არა პიკეტზე
შემდეგი სტატიასასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გაამართლა