ვოლოდიმირ ზელენსკი – ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაშავებულებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმად თანავუგრძნობთ საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

 

banner
წინა სტატიაშითემურ მღებრიშვილი – სტიქიის ზონაში ამ წუთებშიც გრძელდება ინტენსიური სამძებრო სამუშაოები
შემდეგი სტატიასტიქიის ზონაში ამბროლაურის საკრებულოს წევრი ბახილებით მივიდა