ვოლოდიმირ ზელენსკი – თუ რუსეთი დაკარგავს კონტროლს ცაზე, ის დაკარგავს მთელ ძალას ბრძოლის ველზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, რათა რუსეთს ჩამოართვას ცის კონტროლის უნარი და უზრუნველყოს, რომ მტერმა დაკარგოს ძალა ბრძოლის ველზე.

შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა შვედეთის ყოველწლიური ეროვნული კონფერენციის „საზოგადოება და თავდაცვა“ მონაწილეებთან ონლაინ საუბრისას გააკეთა.

კერძოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას ფრონტზე სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა მტერს ჩამოართვას ცის კონტროლი და საჰაერო დარტყმების საშუალება უკრაინის პოზიციებზე.

“თუ რუსეთი დაკარგავს კონტროლს ცაზე, ის დაკარგავს მთელ ძალას ბრძოლის ველზე. მათ სხვა ძალა არ აქვთ: ჩვენ ამას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისამების ტაძარში ერთ-ერთ ხატზე სტალინია გამოსახული
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლი შობის თარიღზე: თუ ცვლილების გარდაუვალი აუცილებლობა დადგება, ეკლესია იმსჯელებს