ვოლოდიმირ ზელენსკი – რაღა იქნება ბაბი იარის შემდეგ? კიდევ რომელი „სამხედრო ობიექტები“ ემუქრება რუსეთს, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი, ლავრა, თუ კიევის წმინდა ანდრიას ტაძარი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს მიმართავს, ბაბი იარის დაბომბვის შემდეგ, რას მიიჩნევს შემდეგ „სამხედრო ობიექტებად“ – წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარს, ლავრას, თუ კიევის წმინდა ანდრიას ტაძარს.

„გუშინ საღამოს და ღამის განმავლობაში ისინი ჩვენი ქალაქების დაბომბვას აგრძელებენ. ბომბები, რაკეტები, არტილერია მშვიდობიან მოქალაქეებზე, ისევ და ისევ. საცხოვრებელ კორპუსებზე. ისევ მარიუპოლი, ხარკოვი, კიევი, ჟიტომირი და სხვა ქალაქები. შეუძლებელია ამის ახსნა ნებისმიერი ადამიანური მიზეზით. ღმერთის მიზეზით. რაღა იქნება ბაბი იარის შემდეგ? კიდევ რომელი „სამხედრო ობიექტები“ ემუქრება რუსეთს? კიდევ ნატო-ს ბაზები? წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი, ლავრა, თუ კიევის წმინდა ანდრიას ტაძარი? ისინი იქ რასაც არ უნდა ოცნებობდნენ, ეშმაკმაც დალახვროს, რადგან ღმერთი ჩვენთანაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაში“ბრძოლები ახლაც მიმდინარეობს” – უკრაინა აცხადებს, რომ ხერსონი არ დაუკარგავს
შემდეგი სტატიაანტონ გერაშენკო – რუსო გენერლებო, გაიღვიძეთ, არ შექმნათ ახალი ჩერნობილის პირობები