ანტონ გერაშენკო – რუსო გენერლებო, გაიღვიძეთ, არ შექმნათ ახალი ჩერნობილის პირობები

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო სოციალურ ქსელ „ფეისუბქში“ ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს, თუ როგორ ემზადება ქალაქი ენერგოდარი რუსული ჯარების წინააღმდეგ.

ენერგოდარში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.

„პუტინის სიგიჟის გამო, ევროპა კიდევ ერთხელ არის ბირთვული კატასტროფის საფრთხის წინაშე. ეს ფოტოები ენერგოდარის შესასვლელთან არის გადაღებული. ქალაქი, რომელშიც ევროპაში ყველაზე დიდი ატომური სადგური მდებარეობს, ოკუპანტებთან საბრძოლველად ემზადება. რუსო გენერლებო, გაიღვიძეთ. არ შექმნათ ახალი ჩერნობილის პირობები. რადიაციამ ეროვნება არ იცის“, – წერს გერაშენკო.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი – რაღა იქნება ბაბი იარის შემდეგ? კიდევ რომელი „სამხედრო ობიექტები“ ემუქრება რუსეთს, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი, ლავრა, თუ კიევის წმინდა ანდრიას ტაძარი
შემდეგი სტატიაევროკომისია უკრაინელ დევნილებს დროებით თავშესაფრის უფლებას მისცემს