ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის თაობაზე მან მოქალაქეებს საგანგებო ტელემიმართვისას სულ ცოტა ხნის წინ აცნობა.

პუტინის თქმით, „გარემოება გადამწყვეტ და დაუყოვნებლივ ქმედებებს საჭიროებს“.

„დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს. ამასთან დაკავშირებით, გაერო-ს დადგენილების მე-7 ნაწილის, 51-ე მუხლის შესაბამისად, ფედერალური საბჭოსა სანქციით და დონეცკსა და ლუგანსკთან ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად“, – ნათქვამია პუტინის განცხადებაში.

ამასთან რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის გეგმებში არ შედის უკრაინის ოკუპაცია, თუმცა რუსეთი ისწრაფვის მისი დემილიტარიზაციისკენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის აღმოსავლეთით, იმ რეგიონებისკენ დაიძრნენ, რომელიც მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა
შემდეგი სტატიაქართველმა ჟურნალისტმა უკრაინის მოვლენების ზუსტი პროგნოზი გააკეთა