ვლადიმერ პუტინი ტაჯიკეთსა და თურქმენეთს ეწვევა

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრეიდან მეხუთე თვეს, ვლადიმერ პუტინი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიზიტებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ეს იქნება კრემლი ლიდერის პირველი ვიზიტი რუსეთის ფარგლებს გარეთ, ომის დაწყების შემდეგ.

პუტინი ეწვევა ტაჯიკეთსა და თურქმენეთს, შემდეგ კი მოსკოვში შეხვდება ინდონეზიის პრეზიდენტს ჯოკო ვიდოდოს.

როგორც საინფორმავიო სააგენტო წერს, დუშანბეში დაგეგმილია რუსი დიქტატორის შეხვედრა ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რახმონომთან. აშხაბადში კი ის მონაწილეობას კასპიის სამიტში მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნა კვირის ბოლოს გამოქვეყნდება – ალასანია
შემდეგი სტატიაპირველი სიმპტომია, რომ ხელისუფლება არაფრის შესრულებას არ აპირებს – გოგიჩაიშვილი მიხეილ ჩინჩალაძის არჩევაზე