პირველი სიმპტომია, რომ ხელისუფლება არაფრის შესრულებას არ აპირებს – გოგიჩაიშვილი მიხეილ ჩინჩალაძის არჩევაზე

პოლიტიკოსის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით,ხელისუფლება რომ ევროკომისიის რეკომენდაციის 12 პუნქტის შესრულებას არ აპირებს, ცხადი გახდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩიეს.

გოგიჩაიშვილის თქმით, საქართელოს ხელისუფლებამ „გამზადებული ბილეთი“ არ აიღო, რაც ნიშნავს, რომ მათ „სხვა სამყარო აქვთ“.

“ეს არის პირველი სიმპტომი იმისა, რომ ხელისუფლება არაფრის შესრულებას არ აპირებს. საერთოდ კითხვის ნიშანი არ მაქვს ხელისუფლებასთან, ეს პროცესი არ აინტერესებთ. იქ, იყო გამზადებული ბილეთი და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს ბილეთი არ აეღოთ. საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ და იმას გავაკეთებთ, არის ტყუილი. დღევანდელი დღე ეხებოდა მართლმსაჯულებას, შესაბამისად, ხელისუფლებამ აქ, უკან არ დაიხია. ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი 12 პუნქტი არ აინტერესებთ. სხვა სამყარო აქვთ და არ უნდათ ეს სამყარო. შესაბამისად ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ სადღაც შეცდომაა დაშვებული, არავის არსად შეცდომა არ დაუშვია. გამზადებული ბილეთი, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად გამოჩნდა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ არ აეღო”, – აცხადებს გოგიჩაიშვილი.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი ტაჯიკეთსა და თურქმენეთს ეწვევა
შემდეგი სტატიამაია სანდუმ უკრაინაში ბოროდიანკა, ბუჩა და ირპენი მოინახულა