ვხედავ, რომ ყოველდღიურად სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ იზრდება, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია

ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას და პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს, ვხედავ, რომ ყოველდღიურად სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ იზრდება, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციას აუცილებლად დაესწრება.

„ის, რასაც ახლა მე ვაკეთებ, ის რა კამპანიაშიც ვიღებ მონაწილეობას, ყოველდღიური ჩემი ბრძოლა რა თქმა უნდა ეძღვნება ამ ქვეყნის განვითარებას, ჩვენი შვილების ნათელ მომავალს, ჭაობიდან და წუმპედან ამოყვანას, ყველა უსამართლო დაჩაგრულის შველას და ყველა უსამართლო პატიმრობაში მყოფი ადამიანის გათავისუფლებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას და პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს, რადგან დღეს თუ მიხეილ სააკაშვილია ამ მდგომარეობაში, ხვალ შესაძლებელია, თქვენ აღმოჩნდეთ ამ მდგომარეობაში. ყველანი სოლიდარული უნდა ვიყოთ და ვხედავ, რომ ყოველდღიურად სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ იზრდება, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია“, – განაცხადა მელიამ.

დღეს საღამოს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, აქცია გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის ადვოკატების განცხადებაზე – როგორ შეიძლება, ხელისუფლება, მმართველი ძალა ასეთ საშინელ პროვოკაციას გეგმავდეს, ეს მათი ხელწერაა, ამით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რაზე არიან წამსვლელები
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილის პირდაპირი დავალება იყო, გადაეყვანათ კერძო კლინიკაში, მისი ილუზიებით, 30 ოქტომბერს გარკვეული მხარდამჭერების მობილიზება მოხდებოდა და საავადმყოფოდან გაიყვანდნენ