“ვიწყებთ ბრძოლას ამ კრიმინალური სტრუქტურების წინააღმდეგ”- ლეიბორისტების აქცია “შანგრილასთან”

“ლეიბორისტულმა პარტიამ” კაზინო შანგრილასთან აქცია გამართა.პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განმარტებით, “დაიარება ყოველ ღამე მილიონრები მთავრობიდან და პარლამენტიდან”.

“ყომარბაზული ბუნაგი მოაწყვეს ჩვენს წმინდა ადგილას, საპატრიარქოსა და სიონის ტაძარს შორის, სადაც დაიარება ყოველ ღამე მილიონრები მთავრობიდან და პარლამენტიდან. ამ კრიმინალურ ცენტრში წელიწადში ტრიალებს მილარდ ნახევარი. ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას ამ კრიმინალური სტრუქტურების წინააღმდეგ და მივაღწევთ იმას, რომ გავაუქმებთ ონლაინ-კაზინოებს საერთოდ და დარჩენილ კაზინოებს გავიტანთ ქალაქიდან ძალიან შორს”,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video) გია ჭანტურიას მკვლელობა და რუსული ფული ქართულ პოლიტიკაში
შემდეგი სტატიადავით საგანელიძე: „სტარტაპ საქართველო“ ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას