ვითარება გარეჯში – საგარეო უწყება განმარტებებს აკეთებს

გარეჯში შექმნილი ვითარების გარკვევას კი ორმხრივი კომისია ადგილზე შეეცდება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა, სადელიმიტაციო საკითხებზე მომუშავე კომისია ექსპერტებთან ერთად დავით გარეჯში 19 აგვისტოს ჩავა და მოლაპარაკებები დაიწყება.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის გაზრდილია როგორც აზერბაიჯანელი, ისე ქართველი მესაზღვრეების რიცხვი. დარსალია ადასტურებს, რომ შეზღუდულია გადაადგილება აღდგომის ტაძრის მიმართულებით. დარსალია ამბობს, რომ კომისია, რომელიც სხვადასხვა უწყებებისგან არის შემდგარი მუშაობს, რათა ძველი რეჟიმი აღდგეს.

„მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შენარჩუნდეს სიმშვიდე და მაქსიმალურად იყოს კეთილგანწყობილი ატმოსფერო.

მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს ყველა უწყების შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში . პრობლემა 25 წელია არსებობს და კომისიები ორივე მხრიდან დაკომპლექტებულია სხვადასხვა უწყების მიერ. მუშაობა კომისიების დონეზე მიმდინარეობს. პრობლემა ძალიან რთულია, პრობლემა უნდა მოვაგვაროთ რაც შეიძლება მალე.

ბოლო ინციდენტის შემდეგ გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული ორივე მხრიდან გადაადგილებაზე და მიმდინარეობს მუშაობა, რათა დაბრუნდეს ძველი რეჟიმი,“-აცხადებს ლაშა დარსალია.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მამა-შვილი ჭაში ჩავარდა
შემდეგი სტატიამერაბ მეტრეველი: ივანიშვილის ბოლო განცხადება ყველაზე მძიმე მგონია