“ვისურვებდი, რუსთავი 2-მა შეინარჩუნოს ოპოზიციური ხმა” – იან კელი

იან კელი

ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის შესახებ მორიგ განცხადებას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი.
მისი თქმით, მედია, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს, დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, მედიაპლურალიზმი დემოკრატიის საფუძველია. არაერთხელ მითქვამს გულახდილად, რომ მნიშვნელოვანია პლურალიზმი მედიასაშუალებებში და რა თქმა უნდა, რუსთავი 2, ჩემი აზრით, არის წამყვანი ოპოზიციური არხი. რასაკვირველია არხები, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას, არასოდესაა სასიამოვნო ადამიანებისთვის მთავრობაში, მაგრამ ის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის და იმ პრინციპისთვის, რომ ხელისუფლებას მუდმივად მოსთხოვო პასუხი. ასე რომ მე ვისურვებდი, რუსთავი 2-მა არ შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და შეინარჩუნოს ოპოზიციური ხმა,” – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიიმედია რომ პროცესი წარიმართება მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ – უჩა ნანუაშვილი “რუსთავი 2”-ის საქმეზე
შემდეგი სტატიაშსს: დღიურ ნორმად განსაზღვრულ შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხვა სრულიად მიუღებელია