ვის შეუძლია მათი სერიოზულად აღქმა? ძალიან სამწუხაროა ამის ყურება – კრამონი კობახიძეზე

“ვის შეუძლია მათი სერიოზულად აღქმა? ძალიან სამწუხაროა ამის ყურება”, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ის Twitter-ზე აზიარებს პოსტს, სადაც კობახიძე ამბობს, რომ ვიოლა ფონ კრამონი “კრიმინალების მფარველია”.

Who can you take these guys seriously? It’s so sad to watch this. https://t.co/rfWoIgC9xT

— Viola von Cramon (@ViolavonCramon) May 20, 2022
კობახიძემ ასევე თქვა, რომ კრამონის გარდა ანა ფოტიგაც და სხვებიც “ანტიევროკავშირი არიან”. მისივე თქმით, “საინტერესო აღარაა” რას იტყვიან კუბილიუსი, ფოტიგა, კრამონი და სხვა კრიტიკული განცხადებების ავტორი ევროპარლამენტარები.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით რეგიონში პირველად FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards გაიმართება
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – კაცური არ არის რომ ვთქვა, ამ სიმართლით იაროს კობახიძემ და წულუკიანმა, რომ კრამონი ანტიევროპელია და გოგა ხაინდრავა პროდასავლური