ვიოლა ფონ კრამონი-სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო კრიზისის დროს

კიდევ ერთი ნაბიჯი დარჩა, მივესალმები და შევაქებ „ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, ვინც საქართველოს ინტერესი ყველაფერზე მაღლა დააყენა და ხვალ მოაწერს ხელს შეთანხმებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

ევროპარლამენტარის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა.

„სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო კრიზისის დროს. ევროპარლამენტის სახელით ველოდები მუშაობს საქართველოს პარლამენტთან“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: რა 43 პროცენტი, დაიმახსოვრეთ ეს დღე
შემდეგი სტატიასაქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო – მივესალმებით პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში მიღწეულ პროგრესს