ვინმე დაგჩაგრავთ, გუგავა მოვა; ავად გახდებით, გუგავა მოვა; ბანკი მოვა გამოსასახლებლად, გუგავა მოვა; წყალი გასკდება, გუგავა მოვა

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დედაქალაქის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, თბილისი ელოდება მზრუნველ მერს და სწორედ ასეთია გიორგი გუგავა.

“ვინმე დაგჩაგრავთ, გუგავა მოვა, თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა. ავად გახდებით, გუგავა მოვა, ბანკი მოვა გამოსასახლებლად, გუგავა მოვა. წყალი გასკდება, გუგავა მოვა. გზა გაითხრება, გუგავა მოვა. რამე გაჭირვება გექნებათ გუგავა იქნება თქვენს გვერდით თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა, რიგში ჩადგომა, საშვის აღება, დაცვის კორდონების გადალახვა, ეს იქნება რეალობა. ეს იქნება ის, რასაც ჩვენი ქალაქი ელოდება, ჩვენი ქალაქი ელოდება მზრუნველ მერს, ოჯახის წევრს, საკუთარ ძმას, საკუთარ მამას, მეგობარს, უბნელს. ასეთი იქნება და არის გიორგი გუგავა”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 10-ე საერთაშორისო ფორუმში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა
შემდეგი სტატია„ევროპულმა საქართველომ“ გარდაბანში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა