„ევროპულმა საქართველომ“ გარდაბანში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

ევროპულმა საქართველომ გარდაბანში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.

მერობის კანდიდატი ტელმან ჰასანოვი ამომრჩევლებს დავით ბაქრაძემ წარუდგინა. ამომრჩევლებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა გარდაბანში არსებულ სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და აგრარულ პრობლემებზე ისაუბრეს.

დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს პარტიის წინასაარჩევნო გეგმაც გააცნო. ევროპული საქართველოს ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია – დანამატები, ეს თანხა კი პენსიის ზრდას მოხმარდება.

პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, გარდაბანში პენსია 30 ლარით მოიმატებს.

banner
წინა სტატიაშივინმე დაგჩაგრავთ, გუგავა მოვა; ავად გახდებით, გუგავა მოვა; ბანკი მოვა გამოსასახლებლად, გუგავა მოვა; წყალი გასკდება, გუგავა მოვა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს