ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 10-ე საერთაშორისო ფორუმში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით გამართულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 10-ე საერთაშორისო ფორუმში (LED) სახელწოდებით „პროგრესული ქალაქები“ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ,,თაიმერს” პარლამენტიდან აცნობეს

საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ასამდე საერთაშორისო მომხსენებელმა, მათ შორის ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა კრისტიან დანიელსონმა, აზიის განვითარების ბანკის ცოდნის მენეჯმენტის და მდგრადი განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა ბანბანგ სუსანტონომ, EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა ქეთილ ტვენტმა და ასზე მეტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულმა სტუმარმა.

ფორუმზე განხილულ იქნა სხვადასხვა თემატური საკითხები; ეფექტური მმართველობა, ქალაქები ეკონომიკური ზრდისათვის, ურბანული განვითარების ახალი მიდგომები, ქალაქ მშენებლობების ეფექტური დაგეგმარება, ღია მმართველობის თანამშრომლობა, ინვესტიციები და სხვა. წლევანდელ ფორუმზე ასევე აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში ელექტრონულ მმართველობაზე და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულ მომხსენებლებს აღნიშნულ ფორუმში აქტიური მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ ,,ეკონომიკური განვითარების ფორუმი“ ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგობრივად ეფექტურია.

„აუცილებელია ქალაქების ურბანული განვითარებაში საზოგადოების ჩართულობა, მათი აზრის გათვალისწინება. პატარა ქალაქების სწორედ და ეფექტურად დაგეგმილი ურბანული განვითარება შეაჩერებს მუნიციპალიტეტებიდან დედაქალაქში მიგრაციის ზრდას. აღსანიშნავია, რომ თბილისის მასშტაბით, ბოლო პერიოდში, არაერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და სწორედ ამან განაპირობა ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. იმედი მაქვს, ქალაქმშენებლობის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტი გაღრმავების. დაგეგმილი ინტეგრირებული მიდგომები ტერიტორიული განვითარებისათვის კიდევ უფრო შედეგიანი გახდება და საფუძველი ჩაეყრება ახალი ეფექტური პროექტების და ინვესტიციების განხორციელებას“ -განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშავნაბადას მამათა მონასტერის კელია დაიწვა – ფოტოები შემთხვევის ადგილიდან
შემდეგი სტატიავინმე დაგჩაგრავთ, გუგავა მოვა; ავად გახდებით, გუგავა მოვა; ბანკი მოვა გამოსასახლებლად, გუგავა მოვა; წყალი გასკდება, გუგავა მოვა