ვინ უწყობს პოლიტიკურ ინტრიგას კონსტანტინე მორგოშიას

14169462_1186734858016680_78639637_nდაინტერესდება თუ არა აუდიტის სამსახური ჩოჩელის მხრდამჭერების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ფაქტებით   

ინფორმაცია, რომელიც „თაიმერმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გაავრცელა, დადასტურდა – მცხეთის რაიონის საკრებულოში მინი რევოლუცია მოხდა, რაც იმას ნიშავს, რომ საკრებულოს დეპუტატები, მათ შორის, „ქრთული ოცნების“ წარმომადგენლები „ოცნების“ მცხეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს გაემიჯნენ. საგანგებო ბრიფინგზე „შეთქმულებმა“ განაცხადეს, რომ ისინი მხარს არჩევნებში მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს უჭერენ.

ამ „ნიუსიდან“ ნათელი ხდება, რომ 8 ოქტომბერს მცხეთა ერთ-ერთი ცხელი წერტილი იქნება. მოვლენების დრამატიზირებას ხელს სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც უწყობს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო აუდიტმა მცხეთის რაიონის მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი, კერძოდ, კონსტანტინე მორგოშია, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია და შესაბამისად, კენჭს სწორედ ამ პარტიიდან იყრის, შესაძლოა, დაჯარიმდეს. ლაპარაკი იმაზეა, რომ მორგოშიამ მესამე პირების – მეუღლისა და ძმის დახმრებით „პატრიოტთა ალიანსს“ თითქოს კანონით დასაშვებზე მეტი თანხა შესწირა, თუმცა მორგოშია ამ მოსაზრებას არ იზიარებს და ამბობს, რომ მას კანონი არ დურღვევია.

„ის თანხა, რომელიც ჩემი ოჯახის წევრებმა პარტიას შეწირეს, მათ სხვადასხვა დროს კი ბატონო, მე მივეცი, მაგრამ ოჯახის წევრებისთვის თანხის მიცემა, მგონი, არავის აუკრძალავს. მას შემდეგ კი, რაც გადავწყვიტე, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გავმხდარიყავი, ჩემმა ოჯახის წევრებმა მითხრეს, რომ სურვილი აქვთ, მათ საკუთრებაში არსებული თანხა ამ პარტიას შესწირონ, რაზეც წინააღმდეგობა არ გამიწევია,“ – განუცხადა „თაიმერს“ კონსანტინე მორგოშიამ, რომელმაც საუბრის დროს ხაზი იმ დეტალს გაუსვა, რომ „ნაციონლებს“ სწორედ იმიტომ ებრძოდა, რადგან ბიზნესმენებს, ან რიგით მოქალქეებს უფლება არ ჰქოდათ, მაშინდელი მმართველი პარტიის გარდა, რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალას დახმარებოდნენ  და თუ ამას გაბედავდნენ, სამაგალითოდ დაისჯებოდნენ.

„მე, როგორც ბიზნესმენი, 2012-ში „ოცნების“ გამარჯვებას იმიტომ მივესალმე, რომ ჩავთვალე, საქრთველოში ტერორის დრო დამთავრდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ კუთხით ბევრი არაფერი შეცვლილა. სხვათა შორის,  სამართლიანობის აღდგენა რომ ვერ დავინახე, სწორედ ამიტომ გავხდი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი,“ – ამბობს მორგოშია, რომელიც აქვე, რამდენიმე საინტერესო მინიშნებას აკეთებს.

კერძოდ, მორგოშია გადაჭრით არ ამბობს, მაგრამ არც გამორიცხავს, რომ  სახელმწიფო ადიტის მიერ მისი დაჯარიმება შეიძლება, მცხეთის არჩევნებს უკავშირდებოდეს.

„ბუნებრივია, არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ თქვენს ყურადღებას ერთ გარემოებას მივაპყრობ: რამდენიმე დღეა, მცხეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის ცეზარ ჩოჩელის მხრდამჭერები ხალხში დადიან და ავრცელებ ხმებს, რომ თითქოს მე კანდიდატურის მოხსნას „ოცნების“ კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის სასარგებლოდ ვაპირებ. ამიტომ, ჩოჩელის შტაბის აქტივისტები მოსახლეობს ეუბნებიან, შეგიძლიათ, პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ ირჩიოთ, მაგრამ მაჟორიტარობის კანდიდატებიდან მხარი ცეზარს დაუჭირეთო. ამის შესახებ საგანეგბო განცხდება უკვე გავავრცელე და თქვენც გეუბნებით, რომ კანდიდატურის მოხსნას არავის და, მით უმეტეს, ხუნდაძის სასარგებლოდ არ ვაპირებ! ზოგადად, ბრძოლაში უკან დახევა არ მჩვევია. ამიტომ, უკან დახევას არც ახლა ვაპირებ. ბოლოს და ბოლოს, „ნაციონალებმა“ ვერ მაიძულეს, ის გამეკეთებინა, რაც მათ უნდოდათ და არც ახლა მივიღებ ჩოჩელის, ან იგივე ხუნდაძის თამშის წესებს,“ – ამბობს მორგოშია, რომელიც მინიშნებას იმაზეც აკეთებს, რომ მცხეთის რაიონში ადგილი შესაძლოა, ამომრჩეველის მოსყიდვის მცდელობას ჰქონდეს.

რაც შეეხება იმას, რა კავშირი შეიძლება არსებობდეს მცხეთის რაიონსა და აუდიტის სამსახურის მცდელობას, რომ მორგოშია შეწირული თანხის ორაგი ოდენობით დააჯარიმოს, მორგოშია გამოთქვამს გონივრულ ეჭვს, რომ აუდიტის სამსახურში არაერთი „ნაციონალი“ დღესაც მუშაობს.

„ამაზე მეტი კოჰაბიტაცია რა უნდა იყოს? – ცეზარ ჩოჩელი, რომელიც ყველამ იცის, რომ ვანო მერაბიშვილთან და, საერთოდ, „ნაციონალების“ რეჟიმთან მეგობრობდა და მათი გუბერნატორიც იყო, „ოცნების“ პირობებშიც თავს კარგად გრძნობს. მას მეგობრები, დიდი ალბთობით, შესაძლებელია, აუდიტის სამსახურშიც ჰყავს და არ გმოვრიცხავ, რომ ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკური ინტრიგა იგეგმება, მაგრამ წეღანაც გითხარით, რომ დანებებას არ ვაპირებ და როგორც კი აუდიტის სამსახური სასამართლოს მიმართავს, ჩემი იურისტები იმავე დღეს შესაგებელს შეიტანენ და სასამართლომ გაარკვიოს, კანონი მართლა დავარღვიე თუ არა,“ – განუცხადა „თაიმერს“ მორგოშიამ.

სხვათა შორის, „თაიმერმა“ შემთხვევით ისარგებლა და „პატრიოთა ალიანის“ მცხეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატს, კონსტანტინე მორგოშიას ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებაც კითხა, რომლის თანახმადაც, ჩოჩელის მხარდამჭერები ამომრჩეველს, მხარდაჭერის სანაცვლოდ, თითქოს გარკვეულ თანხას სთავაზობენ. ასევე, ამ ყველაფერში მცხეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გურამ ანსიანის და თავმჯდომრის ამჟამინდელი მოადგილის, ზაურ ღვინიაშვილის მონაწილეობაზეც არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომლებიც ხალხისთვის ფულის დარიგებას მცხეთაში შემოსულ უცხოეულ ინვესტორებს უკავშირებენ.

მორგოშიამ ამ თემაზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მარტო ის აღნიშნა, რომ მსგავსი ხმები ხალხისგან მასაც სმენია.

ისე, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის თემით შესაბამისი უწყებები, ალბათ,  უნდა დაინტერესდნენ, რადგან თუ კანონის დარღვევას მორგოშიას ედავებიან, რასაც თავად სრული აბსურდს და სისულელეს უწოდებს, ისიც ხომ კანონის დარღვევა და უფრო დიდი დანაშაულია, ამომრჩეველს ფულს ვინმე მართლა სთავაზობს?

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის მომხრე დეპუტატების უკან კახი კალაძე დგას
შემდეგი სტატია(video) წყლის ნაცვლად ცეცხლი – დიდუბეში ერთ-ერთ შადრევანს გაზის მილი მიუერთეს