ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის მომხრე დეპუტატების უკან კახი კალაძე დგას

OQRUASHVILIგორის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ გორის საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯომარის იმპიჩმენტის პროცედურებზე მას შემდეგ დაიწყეს ზრუნვა, რაც საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველმა, დეპუტატების მოთხოვნის მიუხედავად, პრემიის გაცემაზე უარი თქვა.

როგორც ოქრუაშვილმა განუცხადა, იმპიჩმენტის მომხრე დეპუტატების უკან „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე დგას.

„იმპიჩმენტზე ზრუნვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გორის მერს და მასთან დაახლოებულ პირებს არ მიეცათ საშუალება, თავის ნებაზე ეტრიალებინათ საკრებულო. ამის უკან კი დგას კახი კალაძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი. თუმცა, ასეთი ტიპის თამაში არ გამოდგება. ეს არ იქნება კარგი, არც მათთვის და არც ჩემთვის“,-განაცხადა ოქრუაშილმა.

გორის საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი 5 სექტემბრის სხდომაზე უნდა განიხილონ. 15-წევრიან საკრებულოში თავმჯდომარის იმპიჩმენტს საკრებულოს 9 დეპუტატი ითხოვს. იმპიჩმენტისთვის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტია საჭირო.

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსი“ დიმიტრი ხუნდაძეს სიცრუეში ამხელს
შემდეგი სტატიავინ უწყობს პოლიტიკურ ინტრიგას კონსტანტინე მორგოშიას