ვინ იქნება „ქართული ოცნებიდან” წალენჯიხის მერობის კანდიდატი?

ვიჯ იქნება წალენჯიხის მერობის კანდიდატი

„ქართული ოცნება“ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების სამზადისს უკვე აქტიურად შეუდგა.  „თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა თბილისის მერობის კანდიდატად  მოქმედი მერი კახი კალაძე შეარჩია.

რაც შეეხება რეგიონებს, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. „თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, მმართველი გუნდი წალენჯიხის მერობის კანდიდატად, სავარაუდოდ, გოგა გულორდავას დაასახელებს. გულორდავა 2013-2016 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, 2016-2020 წლებში კი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი იყო. „თაიმერი“ გულორდავას დაუკავშირდა, თუმცა მან აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა. ასევე, ჩვენი ინფორმაციით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კი მოქმედი მერი ბესიკ ფარცვანია განიხილება.

22 აპრილს, „თაიმერის“ გამოქვეყნებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ცნობილი გახდა ისიც, რომ  მარტვილის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დავით სურმავა განიხილება. საკრებულოს სამეული კი ასე გამოიყურება: ნათია ბჟალავა, ალექსანდრე გრიგალავა და ლევან  სურმავა. დღევანდელი საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე გაბისონია კი “ოცნებამ” თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა. “თაიმერის” ინფორმაციით, ალექსანდრე გრიგალავამ მყარი გარანტიები მიიღო მეგობარ გიორგი კობახიძისაგან, რომ ის გახდება მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ცნობისთვის, მარტვილში “ოცნებისთვის” ხალხი გიორგი კობახიძემ შეარჩია.

თვითმმართველობის არჩევნებამდე, რამდენიმე თვე რჩება, ამ პერიოდის განმავლობაში კი „თაიმერი“ პერიოდულად მოგაწვდით მერობის კანდიდატების შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციებს.

ავტორი: ნენე ინჯგია

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიავაშაძე: ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ გალსტუკი მოვახიე თალაკვაძეს